იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში ‘სასტუმრო თბილისში” დევნილებთან იმყოფებოდა კახა კუკავა და მათ შეპირებული მედიკამენტები გადასცა, როგორც მანდ განაცხადა ქართულ ფარმაციაში კორუფცია ყვავის:
”ვაგრძელებთ იაფი მედიკამენტების პროგრამას, დღეს გადავცემთ ქუთაისში, მოგვიანებით წყალტუბოში. ჩვენ გადავცემთ კარდიომაგნიმს, რომელიც ჩამოტანილია თურქედიან. ეს არის ძალიან კონკრეტული მაგალითი თუ რა ხდება ქართულ ეკონომიკაში, განსაკუთრებით ფარმაცეპტულ ბიზნესში, ყვავის კორუფცია. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ პრემიერ მინისტრს. თუ მოიხსნება ის შეზღუდვები, რაც არის დაწესებული მედიკამენტების იმპორტზე თურქეთიდან, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანება მიუღონ მედიკამენტები, მინიმუმ სამჯერ იაფად. ეს იქნება მათთვის ბევრად მნიშვნელივანი საჩუქარი, ვიდრე 5 ლარიანი პენსიის მატება, რასაც ხშირად აყვედრიან-ხოლმე. თუ იქნება პოლიტიკური ცვლილებები, მე გარწმუნებთ, რაც ვერ გააკეთა ”ქართულმა ოცნებამ” და ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, არა მარტო მედიკამენტები სავსებით რეალურია იგივე საწვავის გაიაფებაც, ელექტროენერგიის გაიაფება, ბუნებრივი აირის გაიაფებაც. ჩვენ აქ სხვადასხვა მედიკამენტს გავცემთ დღეს, ადამიანებმა ეს მედიკამენტი შეუკვეთეს, ძირითადად არის გულის, წნევის ყველაზე მოთხოვნადი, იმიტომ რომ პენსიონერებისთვის სწორედ ეს მედიკამენტები არის ყველაზემეტად საჭირო და სწორედ ამიტომაც ადგილიბრივი ფარმაცეპტული კომპანიები ამ მედიკამენტებზე უფრო მეტად უმატებენ ფასებს. ” – განაცხადა კახა კუკავამ, პარტია ”თავისუფალი საქართველო”-ს