„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, 16:00 საათზე დაიწყება. აუდიენცია მედიატორის მონაწილეობით ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.