„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ოფისში ტარდება ის ღონისძიებები, რაც შესაბამისი პროტოკოლით არის განსაზღვრული.
მათივე ცნობით, დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ჩატარდა ოფისის დეზინფექცია.
რაც შეეხება PCR ტესტირებას, ამ ეტაპზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.