“ქართული ოცნების” ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა, მმართველი პარტიის ოფისს კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს.
პოლიცია აქციის მონაწილეთა ნაწილის ადგილიდან გაყვანას ცდილობს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“ქართული ოცნების” ოფისთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
ცნობისთვის, მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო!”, “წადით!”
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ს ვერსია მიუღებელია.