„ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალი სლოგანი – „მეტი სოცოცხლე ყველა უბანში“ წარადგინა.
„მეტი სოცოცხლე ყველა უბანში, რა თქმა უნდა პირადად მე მზად ვარ, ყველა ის ადამიანი ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, რომ 24 საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში.
იმისთვის, რომ მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ, იმისთვის რომ განახლებული მოწესრიგებული ავტობუსები მოძრაობდეს დედაქალაქში. იმისთვის, რომ მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდში დვუდგეთ“, – აღნიშნა კახა კალაძე.