„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას ხვალ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ტიტე აროშიძეს წარუდგენს.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება.