LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართველს ქართვლობა რომ შერჩეს, არ გაითქვიფოს ერებად – რა უნიკალური ნივთი ინახება გელათში

დაპოსტა 2023/09/07-ში
547
ნახვა
გაზიარება
რაშია ბედნიერება – მე-19 საუკუნის ბოლოს, სუფრაზე დაწერილი და შემდეგ წითელი ძაფით  ნაქარგად ქცეული აზრები ქუთაისურ ოჯახში თითქმის ორი საუკუნეა ინახება და რელიქვიადაა ქცეული.
ამ ისტორიული სუფრის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი:
“150 წლის სუფრა ჩემი თანაკურსელის სახლში!
სოფელ გელათში, ჩვენი დიდებული მონასტრის ახლოს, ლოლიტა კეზევაძისა და რეზო ქარაზანაშვილის ოჯახში, უნიკალური ნივთი ინახება. ეს არის მე-19 საუკუნეში ამოქარგული სუფრა.
… ყველაფერი, დაახლოებით, ასე დაიწყო: 150 წლის წინათ ვინმე ქუთათელმა ბანოვანმა სუსანა პეტრეს ასულმა ქუთათელაძე – ლორთქიფანიძისამ თავისი მეგობრების წრეში დასვა რიტორიკული შეკითხვა:”რაშია ბედნიერება?” ოჯახში სხვადასხვა დროს მოსულმა სტუმრებმა თეთრ ზეწარზე წრიულად გაკეთებული მოკლე წარწერებით უპასუხეს, კნეინა ლორთქიფანიძისამ კი შემდგომ ეს წარწერები საკუთარი ხელით, მეწამული ფერის ძაფით ამოქარგა. ნიჭიერმა ქალმა შუაში, დიდი მხატვრული ასოებით, თავისი შეკითხვა მოათავსა.
შთამომავლობა ძლიერ უფრთხილდებოდა ამ უნიკალურ სუფრას და, აი, რამდენიმე თაობის მონაცვლეობით, ასე მოაღწია ჩემს თანაკურსელ ლოლიტა კეზევაძემდე. დიდი ბებიის ბებიის ნაქონი ისტორიული ნივთი საპატიო ადგილზე ჰკიდია. ლოლიტას და რეზოს გადაწყვეტილი აქვთ, სუფრას რესტავრაცია გაუკეთონ და ჩარჩოში ჩასვან, რომ კიდევ მრავალი წლით გაუხანგრძლივონ სიცოცხლე.
ტილოზე ამოქარგული ფრაზები 150 წლის წინანდელი ქართული საზოგადოების ფიქრებსა და იდეალებს გამოხატავს. ზოგს ბედნიერებად თავისუფლება მიაჩნია, ზოგს – სამშობლოს წინსვლა, დაჩაგრულის ცხოვრების გაუმჯობესება, სწავლა – განათლება, მეცნიერება,”ჯანმრთელობა და კაცობა-ადამიანობა”, ტკბილი ძილი, საწადელის მიღწევა და ა. შ. სხვები ბედნიერებას ხედავენ სიყვარულში, ერთგულებაში, “ყოველისფრის” მიღწევაში, სულის სიმშვიდეში. ზოგს ლექსადაც გამოუთქვამს. მაგალითად, ვინმე ი. ქავთარაძე წერს:” ქართველს ქართვლობა რომ შერჩეს, არ გაითქვიფოს ერებად, რომ ჩვენი ია არ დაჭკნეს, მე ჩავთვლი ბედნიერებად .”
სურათზე: სუსანა ლორთქიფანიძის უძველესი სუფრა.
Nanuli Tskhvediani
2022 წლის 7 სექტემბერი. გელათი.” – წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში.
გაზიარება219

დაკავშირებული -პოსტები

ქურდობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

დეკემბერი 17, 2025
168
მთავარი

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპრტში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი მოხდა . ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ გვერდ "სიახლე ქუთაისში • News in KuTaisi" წერს. კეთილო ადამიანებო დღეს 25 ნომერში მოიპარეს საფულე შიგნით დევს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს

დეკემბერი 17, 2025
22
მთავარი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება - საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს...

დაწვრილებითDetails

ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით- ალექსანდრე დარახველიძე

დეკემბერი 17, 2025
16
მთავარი

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან - ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან,...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

დეკემბერი 17, 2025
66
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური...

დაწვრილებითDetails

„ისევ დადუმდა ლანჩხუთი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დეკემბერი 17, 2025
434
მთავარი

სოციალურ ქსელ „ლანჩხუთში“ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება: „ჩვენი შაკო ზენაიშვილი დააკლდა ლანჩხუთს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას“ ,- წერს ჯგუფის დამფუძნებელი.

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
33
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული მ.ი., 2001 წელს დაბადებული ჯ.ა., 1998 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
26
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს ” – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 17, 2025
9
მთავარი

ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია...

დაწვრილებითDetails

“თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი” – კობახიძე

დეკემბერი 17, 2025
29
მთავარი

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

დეკემბერი 17, 2025
788
მთავარი

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ. გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».