”ქართველმა სტუდენტმა ვუნდერკინდმა უმაღლესი სამედიცინო ჯილდო მიიღო” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაია კახიძე წერს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”გიხაროდენ!!! ქართველი ვუნდერკინდი დავით ბიძინაშვილი
ქართველმა სტუდენტმა ვუნდერკინდმა უმაღლესი სამედიცინო ჯილდო მიიღო სახსრების დაავადებების მკურნალობის მეთოდის აღმოჩენისთვის, რომელიც პაციენტებს სახსრების დაშლის შედეგად გამოწვეული სისხლის ინფიცირების შედეგად ნაადრევი სიკვდილისგან იხსნის.
ექიმი რევმატოლოგების ევროპის კონგრეზე დაუჯერებელი რამ მოხდა. მთელი დარბაზი 10 წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა ადამიანს, რომელიც ტრიბუნასთან იდგა. ეს იყო ქართველი სტუდენტი, დავით ბიძინაშვილი. სწორედ მისი ინიციატივა იყო უნიკალური ფორმულის გამოყენება, რომელიც სახსრების დაავადებების ნებისმიერ ასაკში მორჩენის საშუალებას მოგვცემდა და სახსრების სრულ განადგურებას ხელს შეუშლიდა.
ბიძინაშვილმა შესანიშნავი იდეა გააჟღერა, მის რეალიზებაზე კი მუშაობა დაიწყეს საქართველოს სამეცნიერო სტრუქტურებმა. დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკისა და მსხვილი სამეცნიერო ცენტრების სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა პრეპარატის შექმნაში.
პ.ს. რა ბედნიერებაა ასეთი შვილი, მოსწავლე, სტუდენტი და უნიჭიერესი ქართველი. დიახ, ასეთს უნდა შეუწყო ხელი, რომ ქვეყანას და ხალხს ეშველოს!” – წერს მაია კახიძე