4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ხორვატის დედაქალაქ ზაგრებში იუნიორებისა და სენიორების კატეგორიებში ტარდება ” ჩელენჯერის სერიის” საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობენ მორის ყვითელაშვილი და სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა.
მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში , სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142 ,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს წყვილებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ყოველ ახალ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალბედა სპორტული წყვილისათვის, ეს გამარჯვება კი დიდი სტიმული იქნება მათთვის სეზონის ისეთი მთავარი ტურნირების წინ, როგორიცაა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი.
ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ოქროს მედლებით შეფასებულ ამ წარმატებულ შედეგს.
რას წერს სომხური მედია საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩზე
უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩს სომხური მედია გამოეხმაურა. Armsport-ი წერს, რომ მეზობლები კავკასიურ დერბიში ერთი თავით მაღლა იყვნენ....