ამერიკა უმძიმესი აპრილის მოლოდინშია. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ამ დროისთვის აშშ-ში 200 000-ზე მეტი ინფიცირებულია და შესაბამისად, საავადმყოფოებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სასუნთქ აპარატებზე.
ეს ის სასუნთქი აპარატებია, რომელთა წარმოება-დამზადებაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა „ჯენერალ მოტორსს” სთხოვა, თუმცა კომპანია, როგორც აღმოჩნდა, ამის დამზადებას უმოკლეს დროში ვერ ახერხებს..
ამ დროს გამოჩნდა ერთი გამოსავალი, რაც უკავშირდება ქართველ ექიმს დავით მრელაშვილს, რომელიც დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობს, აქვს 27 შტატის ლიცენზია და 200-მდე კლინიკასა და ჰოსპიტალს უწევს დახმარებას ტელემედიცინის დარგში.
დავით მრელაშვილმა წამოაყენა ინიციატივა (ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით), რომ ერთ სასუნთქი აპარატიდან გაკეთდეს ორი გადამყვანი – ორი პაციენტისთვის, რომლებსაც სასიცოცხლოდ დასჭირდებათ აპარატი. ინიციატივა კი უცბად საქმედ აქცია!..
მისი ინიციატივა სასწრაფოდ იქნა გაზიარებული და აშშ-ში აპარატიდან გადამყვანი მილების წარმოება უკვე სასწრაფოდ დაიწყეს.
“”24 საათში არამარტო გავუკეთეთ დიზაინი და დავამზადეთ ეს სასუნთქი აპარატის გადამყვანი მილი, 3D პრინტერით დავბეჭდეთ, არამედ ამათ მოახერხეს რომ ყველაზე დიდ საავამყოფოში მიიტანეს და პაციენტებზე გამოსცადეს. ნიუ-იორკის მერმა და შემდეგ გუბერნატორმა ოფიციალური ბრძანება გასცა რომ დართეს ამის ნებართვა და რამდენიმე დღის შემდეგ FTA-მ დაამტკიცა ეს და როგორც მოგეხსენებათ ეს არის ყველაზე პრესტიჟული ორგანო მსოფლიოში, რომელიც ამტკიცებს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდებს. ეს აპარატი გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში COVID-19-იან პაციენტებში. გამოიყენება მაშინ, როცა აღარ გაქვს აპარატები და გეხოცება ხალხი” – განაცხადა დავით მრელაშვილმა “მთავართან” ინტერვიუში.
წყარო: მთავარი