უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი თემქის, დავით რატიანი კი ვარკეთილის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენთან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას 18 მარტს დაიღუპნენ.
19 მარტს, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომლის ჩამოსვენებაც ქალაქში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ირპენში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.