LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართველებმა უნდა მივხედოთ საქართველოს პირველ რიგში-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2023/09/10-ში
82
ნახვა
გაზიარება

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობის 10 სექტემბრის ქადაგებაში  საღვთო და საერო საკითხებზეა საუბარი.  აღსანიშნავია, რომ ბოდბის ეპარქიაში  საფუძველი  ორი ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა. ერთი -ბერი გაბრიელის, ხოლო მეორე -დედა თამარის სახელზე აშენდება.

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. /არს და იყოს/. კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, მინდა გავიზიარო ის დიდი მწუხარება, რაც 39 დღის წინ მოხდა საქართველოში, შოვის ტრაგედია და ახლა, გურიის ტრაგედია.

ყველა მართლმადიდებლურად გარდაცვლილთა, მონათა და მხევალთა სულებს შეუნდოს უფალმა და დაამკვიდროს მათი სულები , სადაც მართალნი განისვენებენ.

ასევე, 39-ე დღეა დავითის, გიორგის და სოფიოს გარდაცვალების, ჩვენი ეპარქიიდან, ლამაზი ადამიანების, ლამაზი ახალგაზრდების, უნიჭიერესი ახალგაზრდების. ღმერთმა აცხონოს მათი უკვდავი სულები და მათ ოჯახებს მხნეობას ვუსურვებ.

სიკვდილი-ამ სიტყვას ქართველები ავღნიშნავთ -გარდაცვალებით, სული უკვდავია და ჩვენ ვილოცოთ მათი სულებისთვის, რომ ღმერთმა მათი ცხოვრების მიხედვით და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ეკლესიის ლოცვით, მათი სულები დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენდბენ. ძალიან ძნელია ასე ახალგაზრდები რომ წაგივლენ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ არც ერთ მშობელს ღმერთის გარეშე არ შეგიძლიათ შვილის, ან ნებისმიერი რამის გაფრთხილება. თუ არა ღმერთი, ვერც შვილს გავუფრთხილდებით, ვერც სამშობლოს, ვერც ეკლესიას და ამიტომ ვიცოდეთ, რომ მისი შვილი არის ნებისმიერი ადამიანი და ღმერთს შევავედროთ მათი უკვდავი სულები.

ვიყოთ მორწმუნეები და ორმოცამდე, რაც მეტ სიკეთეს გააკეთებთ მათი სახელით მეორმოცე დღეს ყველას წაადგება. ეს ადამიანები გარდაიცვალნენ და ნახეთ, რამოდენა მწუხარებაა ერის უდიდეს ნაწილში და უკრაინელები რა დღეში იქნებიან.

ღმერთმა ყველა მართლმადიდებლობით გარდაცვლილი , ვინც არ უნდა იყოს, ვინც მართლმადიდებლურად ცხოვრობდა და მართლმადიდებლურად აღესრულა, ადიდოს ყველასი სული უფალმა და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

წირვაზე მყოფ ადამიანებს მოგილოცავთ ამ დღეს , წირვის აღსრულებას, დღეს წმ. შუშანიკის ხსენების დღეა და მისი ლოცვა კურთხევა არ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს.

დღეს, ქადაგების შემდეგ დიდი საქმე აღესრულება ჩვენთან, იკურთხება ორი ტაძრის საფუძველი, აქვე ჩვენთან, ტერიტორიაზე. ერთი იქნება ღირსი მამის , არქიმანდრიტი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელზე და მეორე, დედა თამარი მარჯანიშვილის სახელზე. აქ არის დედა თამარის ხატი და ყველას შეგვეწიოს.  არჩილ, ლაშა ღმერთმა დაგლოცოთ, თქვენი ოჯახები დალოცოს და ყველა ის ადამიანი, რომელიც სიკეთეს აკეთებთ, ღმერთს უდგახართ და ღვთივსათნო საქმეს აკეთებთ.

პირველ რიგში , თქვენ წაგადგებათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ძვირფასია თქვენთვის. ვისაც უყვარხართ და ასევე ძვირფასი ხართ მათთვის.

იცით, რომ კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება ჩვენთან სიტუაციები, და მინდა ერთ საკითხს შევეხო, მე არ ვარ ის ადამიანი ვიღაცეებს ვუსმინო. ჩემს ერს სჭირდება ერთად ყოფნა და უნდა შევეცადოთ ერთად ვიყოთ. კარგი დღეები იყო. ჩამოსული იყო ევროკავშირიდან ერთ ერთი მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და საინტერესო იყო.

ჩვენ რით უნდა გავაკვირვოთ, ან ჩვენ რითი უნდა გაგვაკვირვოს ევროპამ. ტაშის დასაკრავი არაა, რომ გვითხრან თქვენი ადგილი ევროპაშიაო. საქართველო მდებარეობს კავკასიის ცენტრში და კავკასია განსაკუთრებული ადგილია ამ ქვეყნიერებაზე და ასევე, თვითონ უნდა უხაროდეთ იმათ, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, შეიძლება იმაზე ძალიან დავჭირდეთ, ცოტა ხანში ევროპას  და ამიტომ ძალიან კარგია, რომ ჩამოვიდა, დადებითი რაღაცეებიც გაახმოვანა.

ჩემთვის ბევრი რამ გასაგები იყო, ბევრი  კი, მივაწერე იმას, რომ ჩამოვიდა მასე უნდა ელაპარაკა. როდესაც არგუმენტები დაუპირისპირეს , სწორად მოიქცა, დიპლომატი კაცია და ჩუმად იყო.

მე მინდა, ასეთი რამ ვთქვა: ჩვენ, ქართველებმა უნდა მივხედოთ საქართველოს პირველ რიგში. ჩვენ, რომ დაგვაფასოს ევროპა იქნება, თუ სხვა  მეზობელი ქვეყნები- რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა. შ.

ჩვენ უნდა ვიყოთ შიგნით ძლიერად. ისტორიულად საქართველოს რა ღუპავს, ყოველთვის მესიას ეძებდა,  ღუპავს ყოველთვის მესიანიზმი. ან ჩვენ ვაბრალებთ მესია ხარ, ან ადამიანმა დაიბრალოს რომ მესია არის.

უბრალოს ვიტყვი, ევროკავშირის კანდიდატობაზე არის საუბარი. კანდიდატობა ლამის სამკვდრო სასიცოცხლოდ იქცა და ლამის ხსნად გამოვაცხადეთ. რა თქმა უნდა, გვიწერია კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი, მაგრამ ამის გამო ხომ არ შეიძლება რევოლუცია მოვახდინოთ? ხომ არ შეიძლება ერთ კაცზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში მიგიღებენ თუ არა.

პირდაპირ გეტყვით, იდიოტებისთვის არის ასეთი ფორმულა. არ მინდა ჩემს ერში იდიოტი გვყავდეს. არის ასეთი ფორმულა რომ ,,ხალხი იმსახურებს, მთავრობა -არ იმსახურებს” ეს არის სრული იდიოტიზმი, ვინც არ უნდა ამბობდეს. რაგინდ დიადი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, გინდ საგარეო საქმეთა მინისტრი, გინდ კომისრები იყვნენ, ოღონდ, არა წითელი კომისრები და ისე არ უნდა გვექცეოდნენ, როგორც წითელი კომისრები ექცეოდნენ საქართველოს.

ე.ი. საქართველოს, ან ყველასთან ერთად იღებ-მთავრობა, მმართველი პარტია, პოზიცია, ოპოზიცია-ხალხია, ხო? ან ყველას ერთად მიგვიღებ, ან არავის. ვინც ახლა იმისთვის იბრძვის, რომ არ მიგვიღონ. აბა, შევხედოთ, რა ხდება.

მე თვითონ მეუბნებიან ამერიკელებიც და ევროპელებიც, თუ არ მოისვენებენ გვარებსაც დავასახელებ, იმ ჩვენი პოლიტიკოსების და ჩვენი პარლამენტარების, რომლებიც დადიან და საზიზღარ საქმეს ეწევიან საზღვარგარეთ. გამოვალ და ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველამ უნდა იცოდეს ბოლოს და ბოლოს ვინ ვინ არის. არ უნდა გინდოდეს ადამიანს სერგო ორნონიკიძეობა. არ უნდა იყო სერგო ორჯონიკიძე. ,,ჟელეზნი” სერგო.

უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და დავით აღმაშებებლის ერში, შუშანიკის ერს , ცოტნე დადიანის ერს, რად გინდა , მაინცდამაინც, მიბაძო სერგო ორნონიკიძეს და მის მეგობრებს. აი, ნახეთ რა ტყუილები იყო.

იყო ტყუილი რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა არღვევდა სანქციებს, თითქოს რუსებს ვუთეთრებდით ფულს და ვეხმარებოდით რუსებს, უკრაინასთან ებრძოლათ. ხომ აღმოჩნდა ტყუილი.

ჩამოსულნი იყვნენ სამი უმაღლესი პირი, როგორც ევროკავშირიდან, ისე ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან და აღიარეს მათ, რომ ასეთი რამ არ ხდება. ასევე ბორელმაც აღიარა, რომ ასეთი რამ არ ხდება. შენ რომ იტყუებოდი, ახალგაზრდა ქალები და ახალგაზრდა კაცები და თავს იკლავდით ასე ხდება , ასე ხდება- არ გრცხვენიათ? ტყუილი და ფლიდობა რა თქვენი საქმეა. ახლავე რომ მატყუებ, შენ რომ სადმე მოგიშვა, ჯვარი გწერია, ხომ დაგვღუპავ. სკამის გამო და იმის გამო, რომ სკამი ჩაიგდო, ქვეყნის წიააღმდეგ მიდიხარ და ორჯონიკიძე სერგო ხდები? არ შეიძლება.

ასევე , მარტო ერთ კაცზე თუ არის დამოკიდებული საქართველო, ვინც არ უნდა იყოს, გვჯერა ჩვენ? ხომ შეიძლება დავლაგდეთ და მთავრობამაც, პარლამენტმაც, პრეზიდენტმაც, ოპოზიციამ და პოზიციამ, თუ ხალხმა ერთი საქმე ვაკეთოთ. ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში? ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს კეთილდღეობა. ჩვენ თუ ერთმანეთი დავჭამეთ, რა აზრი აქვს. ახლავე თუ არ მოვრიგდით, არ შევრიგდით, იქნება სამართლიანი? -არ იქნება.

ჩვენთან, რომ უკვირთ იმპიჩმენტი, იმპიჩმენტი რომც დაიწყონ, მაინც ხომ ვიცით, რომ არ გადააყენებენ და იმპიჩმენტი არ იქნება. ამერიკაში თუ შეიძლება, გერმანიაში, ბრიტანეთში და სხვაგან, საქართველომ რა დააშავა, დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორი ხომაა იმპიჩმენტი? ხელისუფლება, რომ წინააღმდეგი იყოს /ევროკავშირის/ კი. მაშინ გავიგებდი, მაგრამ თვითონ ჩაწერეს /კონსტიტუციაში/.

ხომ შეიძლება ერთად იყოთ და არ დაიზაფროთ, იმიტომ რომ წელს სტატუსს მოგვცემენ, დათქმით მოგვცემენ, ბრიუსელიდან ვიცი. რა თავს იკლავენ, რას გარბიან და გამორბიან. თუ ოპოზიციაში გადასვლა უნდათ, პარტიების შექმნა- შექმნან ჩვეულებრივ და ერთმანეთს ნუ აგინებთ.

,,ეყვარებოდეთ ურთიერთარსს”, მთავარი ხომ ეგაა. იურისტებით მოჰქონდა თავი წინა ხელისუფლებას. პატიმარი პრეზიდენტიც იურისტი იყო. ამერიკაშიც სწავლობდა, აქ იუსტიციის მინისტრიც იყო. სტრასბურგში რომ მიდიან და ხალხს აქ ატყუებენ. ისეთი სულელური საკითხით შევიდნენ. კაცი შიმშილობს და შიმშილობით ცუდად გახდა და გაუშვით ციხიდანო. სტრასბურგის გადაწყვეტილება პრეცედენტულია და თუ გამოუშვებენ, ყველა დაიწყებს შიმშილობას, ყველა უნდა გაუშვან, ყველა ციხიდან. ქვეყნები ჩამოიშლება საერთოდ. ნიკა მელიასთან პიროვნული, საერთოდ არაფერი მაქვს, არც სააკაშვილთან. ნიკა მელიამაც შეიტანა /სარჩელი/ . ნახეთ, ტრამპს რას უკეთებენ ამერიკაში და ამერიკაში თუ არ შეიძლება, საქართველოში შეიძლება?

ერთმანეთს შევურიგდეთ, შევურიგდეთ ერთმანეთს. მაგრამ შერიგება, რატომ არ უნდათ, იმასაც გეტყვით.ძალიან ბევრი დაკარგავს აქტუალობას.აბა გადახედეეთ, ვის დაუჭერთ მხარს.

წესიერად ვიცხოვროთ, წესიერად ვაკეთოთ ყველაფერი და ნუ ვიქნებით სერგო ორჯონიკიძეები. გარბიხართ, ხან ამერიკელებთან, ხან რუსებთან, ხან ევროპელებთან და სთავაზობთ თქვენს სამსახურს და ასეთები ვის სჭირდებით. ქართველებს არ გვჭირდებით და სხვაგან თუ სჭირდებით, წადით და იქ იყავით. მაგრამ ჯობია ჩვენთან იყოთ და აკეთოთ საქმე, ერთად ვაკეთოთ, ვინ მეტს აკეთებს და ვინ ნაკლებს, ერთად უნდა ვაკეთოთ, იმიტომ, რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ერთი რამ მინდა გითხრათ: ეუთო/ოდირის მისია იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდია, სალომეს და გრიგოლ ვაშაძის არჩევის წინაპერიოდი.  დამიკავშირდნენ, შეხვედრა უნდოდათ და რა თქმა უნდა დავთანხმდი.

უცხოელები დამეთანხმებიან იმაში, რომ მე მათთან, როცა ვლაპარაკობ, ყოველთვის საქართველოს ინტერესებს ვიცავ, მათსასაც ვითვალისწინებ და რაც მისაღებია, იმასაც ვითვალისწინებ, მაგრამ  ჩემი ქვეყნისთვის, რაც მიუღებელია იმას არ ვიღებ იმათგან. საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები მაქვს, ხოლმე.

მობრძანდა, შევხვდით და პირველად ვამბობ ამას, პატრიარქისთვისაც არ მაქვს ნათქვამი, ვისაუბრეთ დიდხანს და ბოლოს მითხრა, მაინც რას გვეტყვი, როგორ დამთავრდებაო ეს არჩევნები. ვუთხარი რომ აუცილებლად ჩატარდება მეორე ტური. პირველ ტურში ვერავინ გაიმარჯვებს, გავა სალომე და ბატონი ვაშაძე გრიგოლი. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტური და იმისათვის, რომ რუსის კანდიდატი არ გავიდეს, ნაციონალური მოძრაობიდან, მხარს აუცილებლად დავუჭერთ სალომეს და სალომე გახდება პრეზიდენტი.

მხარი იმიტომ დავუჭირე და იმიტომ მივედი, რომ შევარდნაძემ ვერაფერი გააკეთა, მინისტრი იყო და ამას რა უნდა გაეკეთებია ჩვენთვის, რომელიც ერთ-ერთ დეპარტამენტში იყო.

და მითხრა- ბრიუსელში, რომ ჩავალ, შეიძლება ეს ვთქვა? მე ვუთხარი, რომ -კი. პირველად ვამბობ ამას. ძალიან ცნობილი დიპლომატია და უდიდესი გამოცდილება აქვს, ყველა კონტინენტზე ნამუშევარია და ოდირის ხელმძღვანელი იყო. სალომემაც არ დაიჯეროს, რომ მესიაა.

მაინცდამაინც ესენგეში უნდა შევიდეთ, ოპოზიციური პარტიები ავკრძალოთ, არჩევნები გავაუქმოთ, აი , მაგალითად, რაც მოლდოვაში მოხდა. უკრაინასავით იმ ელიტარულ ჭაობში უნდა ვიყოთ? სამხედრო მინისტრი შეცვალეს ხომ იცით, რის გამო .

ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ იმათ რაც აქვთ და ჩვენც. თუ კიდე წავიდნენ და ვიღაცის ჭკუაზე იარეს, ჩვენც ხომ უნდა გვკითხონ, ასიათასი კაცი რომ გამოდის , ჩვენც ხომ გული გვეტკინება უსამართლოდ თუ მოგვექცნენ. ჩვენ, ცუდები ვართ, თუ კარგები , ყველა ერთად ვიმსახურებთ, ან ყველა ერთად არ ვიმსახურებთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ და იცოდეთ, რომ ძლიერი ქვეყანა უნდა შევქმნათ, რომ მაგათი და არავის სამათხოვრო არ გვქონდეს. არც ევროპის, არც ამერიკის, მაპატიეთ ახლა ამას რომ ვამბობ, არც თურქეთის, არც რუსეთის და არავის. რამდენი საუკუნის არის საქსრთველო, სულ მტრების გარემოცვაში ვიყავით. გვკლავდნენ, გვკლავდნენ და მაინც ფეხზე ვართ და ფეხზე ვიქნებით ბოლომდე, მეორედ მოსვლამდე.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მადლით აღგავსოთ. იხარეთ ორთავ სოფელს შინა.”

ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი

10.09.2023წ.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
33
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
818
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
62
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».