თელავში, ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა, წუხელ, ალაზნის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა, ჯერ მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადგილობრივი მცხოვრები, ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილები, რომლებიც ძმები არიან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სავარაუდო დამნაშავე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაკავებული და წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
მას ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წაუყენებენ.