ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს უფასო პისიარ კვლევა უტარდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, სარესტორნო ქსელ “ვენდისის” თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ”ქუთგანათების” ააიპში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თვითიზოლაციაში იმყოფებიან სკოლის თანამრომლები, რომელთაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.
თვითიზოლაციაში იმყოფებიან ასევე “ვენდისის” თანამშრომლები, ობიექტი დაკეტილია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ. მისი ქალაქის ჩაკეტვა არ იგეგმევა.