ქაბულის ქუჩებში ავღანეთის მოქალაქეები გამოვიდნენ და ქალთა უფლებების პატივისცემა მოითხოვეს. ინფორმაციას ABP ავრცელებს.
ჰიჯაბიანი ქალები, რომელთაც ხელში ევროპული ბრენდების ჩანთები ეკავათ, ავღანეთის დედაქალაქის ქუჩებში თეთრი ფურცლებით ხელში დადიოდნენ. ისინი თავიანთ მოთხოვნებს აჟღერებდნენ.
დემონსტრანტების განცხადებით, “თალიბანმა” მათ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ასევე ზოგადად ქალებს პატივი უნდა სცეს.
თვითმხილველების თქმით, აქცია მშვიდობიანად გაიმართა და ქალებს ხელს არავინ უშლიდა.