საქართელოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4 ათასს გასცდა, ხელისუფლება, კი ნაცვლად იმისა, რომ შემაკავებელი ზომები მიიღოს, არა თუ ამ ნაბიჯებზე მსჯელობს, არამედ
კულტურის სამინისტრო შიდა ქართლში კონცერტებს მართავს, სადაც უამრავი ხალხია და ერთმანეთთან არც დისტანცია იგრძნობა, არც დიდად პირბადის ტარებით იწუხებენ თავს.
ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი ამასობაში დღითი დღე მატულობს. იზრდება ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა.