ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა, გამოსახავს ბოდიშის მოხდის მომენტს, როცა სამხრეთ კორეული შინჩეონჯის ეკლესიის ხელმძღვანელი პატიებას ითხოვს, რადგან ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა.
სამხრეთ კორეა საკმაოდ წარმატებულად აკონტროლებდა სიტუაციას, ვიდრე 31-ე პაციენტმა არ დაასნებოვნა ასობით და ათასობით ადამიანი სწორედ რელიგიური რიტუალის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ექიმის რეკომენდაცია გაევლო ტესტირება კორონა ვირუსზე იგი საეკლესიო რიტუალზე წავიდა.
შინჯეონჯის ხელმძღვანელი მანამდე ამბობდა, რომ ეპიდემია ეშმაკისეული იყო, რათა ეკლესიის წინსვლისთვის ხელი შეეშალა და რიტუალების შეჩერება ანტისაეკლესიო ქმედება იქნებოდა. იგი არ თანამშრომლობდა მთავრობასთან.
მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა ეპიდსიტუაციის წყარო და მდგომარეობა გახდა საგანგაშო მან ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით , როგორც ეკლესიის ხელმძღვანელს, ისე მის წევრს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ კორონავირუსით დაავადებულის დაფარვის გამო,