თბილისში, აპოლონ ქუთათელაძის 9 ნომერში სახლი ჩამოინგრა. როგორც “მთავარს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, არ არიან დაშავებულები და არ არის მსხვერპლი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
მერიის ინფორმაციით, სახლი ავარიული იყო, არავინ ცხოვრობდა და არც რესტავრაციას ექვემდებარებოდა.
ნგრევის დროს, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა.