ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ფონიჭალაში ჩატარდა, ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ამოღებული ნივთმტკიცებების შესახებ უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ამასთან, სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ასევე ერთი პირი დააკავეს.