ფოთში, 23 წლის მამაკაცმა თამაზ გადიაშვილმა ნიშნად თვითმკვლელობა სცადა. მისი თქმით, ფოთის პოლიციის მაღალჩინოსანი, დავით ოდიშარია მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და უკიდურეს ფორმასაც ამ მიზეზით მიმართა:
ეს გავაკეთე ფოთი პოლიციის უფროსის მოადგილის, დავით ოდიშარიას იძულებით, იმიტომ, რომ ის ორი თვეა მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, სასამართლოში შევუტანე მას ცემის ფაქტთან დაკავშირებით [სარჩელი], გადმოდის შეტევაზე, შეურაცხყოფა, გინება, არ მანებებს თავს. ვთხოვ ამ ხალხს რომ მოშორდეს პოლიციას ეს ადამიანი – ამბობს თამაზ გადიაშვილი.