ახალი წლის ჯადოსნური დღეები ახლოვდება, შეგიძლიათ ეს პერიოდი სხვადასხვა საახალწლო ფილმით კიდევ უფრო გაიფერადოთ და სასიამოვნოთ გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად ან თუნდაც მარტომ.
გთავაზობთ საუკეთესო საახალწლო ფილმებს
1. მარტო სახლში
დაუჯერებელი ამბავი რვა წლის ბიჭის კევინ მაკკალისტერის თავგადასავალზე დაიპყრო ყველა ასაკის მაყურებლის გული, ამიტომაც შემქმნელებს მოუხდათ გადაეღოთ ფილმის გაგრძელება. ბიჭუნა, რომელსაც მოუხდა დარჩენილიყო მარტო სახლში არ დაუკარგავს თავისი სიცელქე და სიმამაცე. როდესაც სახლში მოვლენ ნამდვილი ქურდები ის მის ბავშვურ სიცელქით და სიმამაცით უხდის სამაგიეროს მათ. მხიარული და შეუჩერებელი სიცილი თქვენ ნამდვილად გარანტირებული გაქვთ.
2. საშობაო ამბავი
კეთილი და სულისშემძვრელი ზღაპარი მხიარული დასასრულით. ამბავი, დაწერილი ჩარლზ დიკენსის მიერ, მოგვითხრობს ერთ გაუტანელ და ძუნწ კრუჯზე, რომელმაც მოახერხა დაევიწყებიდა შობა. მოხუცმა გადაწყვიტა რომ ქცეულიყო სხვა ადამიანად. ფილმი გვასწავლის სიკეთეს, სიმამაცეს და იმედს უკეთესისა.
3. პოლარული ექსპრესი
არანაკლებ საინტერესო და ჩამთრევი ფილმი. პატარა ბიჭს არ სჯერა სანტა-კლაუსის არსებობის და არ უყვარს შობა. შუაღამეს დღესასწაულის დადგომამდე მას მიეცემა არაჩვეულებრივი შანსი იმისა რომ მოხვდეს ჯადოსნურ მატარებელში და წავიდეს სტუმრად თავად სანტასთან. გზაში მას მოუხდება გადალახოს ძალიან საინტერესო თავგადასავალი. ყურება რეკომენდირებულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც.
4. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
ჩარლი დაიბადა და გაიზარდა მეგობრულად, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ისე მდიდარ ოჯახში. შობამდე მას გამოუჩნდა შანსი იმისა რომ მოხვედრილიყო შოკოლადის ქარხანაში და გაეცნო მისი არაჩვეულებრივი ბატონი ვილლი ვონკი. მის ერთად მიემგზავრება სხვა ბავშვებიც. ექსკურსიის დროს მათ მოუხდებათ გადაიტანონ სხვადასხვა სასჯელი.
5. როგორ მოიპარა შობა გრინჩმა
მწვანე თმიანი და უცნაური გარეგნობის გრინჩი მიდის ქალაქიდან საცხოვრებლად მარტოობისათვის. მისი არასასურველი დღესასწაული იყო შობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ კარგი სიტყვებით და საჩუქრებით. ერთხელაც მას თავში მოუვა არაჩვეულებრივი იდეა იმის შესახებ, რომ მოიპაროს შობა და წაართვას ხალხს შანსი იმისა აღნიშნოს ის მომავალშიც.
6. ბრიჯიტ ჯონსის დღიური
31 წლის მარტოსული ჟურნალისტი ბრიჯიტი ცხოვრობს გამოგონილ სამყაროში: სურს ნახოს ცხოვრების სიყვარული და მიიღოს ამისთვის მისი სიმპატიური უფროსი. შობის დღესასწაულზე ის წავა სტუმრად თავის დედასთან, რომელიც ცდილობს გააცნოს ადვოკატი მარკ დარსი. ის პირველად ამ ამბავს არ ხვდება კარგად მაგრამ, როდესაც გავა დრო ის დაინტერესდება მარკით. ამის შემდეგ კი თავისი უფროსიც აქცევს ყურადღებას.
7. ნამდვილი სიყვარული
სიყვარული… ის სულ ჩვენთანაა. შობა ეს არის კიდევ მიზეზი იმისა რომ საყვარელ ადამიანს უთხრა თბილი სიტყვები. ფილმში თქვენ ნახავთ რამდენიმე სიყვარულის ისტორიას: ქალებს, რომლებიც იჭერენ ქმრებს ღალატში, მოზარდ ყველაზე ლამაზ გოგოს სკოლაში, მარტოხელა მამას შვილთან ერთად და ას.შ. ჯადოსნური დღესასწაული შობა კი აერთიანებს მათ ბედს ერთად.
8. მხოლოდ მეგობრები
კიდევ ერთი ულამაზესი საახალწლო ფილმი სიყვარულის შესახებ. უბრალო ბიჭი კრის ბრენდერი საიდუმლოდ შეყვარებულია ლამაზმან ჯეიმზე – მისი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულზე. გაემხილა მისი გრძნობების შესახებ მას ჯერ კიდევ უნდოდა გამოსაშვებ მეჯლისზე, მაგრამ ყველაფერი ცუდად დამთავრდა. 10 წლის შემდეგ შეცვლილი კრისი, რომლის ცხოვრებაც წარიმართა საკმაიდ კარგად, შობაზე ის დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში. შემთხვევით ის წააწყდება ჯეიმს; გრძნობა ისევ გაიღვიძებს და ბიჭი მთელი ძალით ცდილობს ისევ დაიპყროს მიუწვდომელი ლამაზმანის გული.
9. დაკარგული შობა
ჰეილი, ინტერიერის დიზაინერი აპირებს გააოცოს დედა მოულოდნელი საჩუქრით, რომელიც დაკავშირებულია მის დიდი ხნის ნანატრ ოჯახთან.
10. კუჩხი ბედინერი
დიდი ალბათობით, მოსახლეობა ქართულ ფილმებს ყველაზე ხშირად ახალი წლის პერიოდში ნახულობს. ეროვნული კინემატოგრაფი, განსაკუთრებით ძველი კომედიები, იანვრის სატელევიზიო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. რომელიმე (თუ ყველა არა) არხი აუცილებლად აჩვენებს მოკლემეტრაჟიან ფილმს – „კუჩხი ბედინერი“, მახვილგონიერი კომედიის მოქმედება სამეგრელოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ქართული ტრადიციული საახალწლო პროფესიის წარმომადგენელი – მეკვლეა. დიახ, არ მოგესმათ, პროფესიის, საკმაოდ რთულისა და საპასუხისმგებლოსი, ამას როგორც უბნის ყოფილი მეკვლე გეუბნებით, რომლის დიდებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა. ყველას თავისი შემცვლელი და გზის გამგრძელებელი ბროლია ჰყავს.