კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამარტსა და აპრილში დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებს გადადებს. აღნიშნულ განცხადებას ფიფა-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჯანმრთელობის რისკების გამო გავცემთ რეკომენდაციას, ყველა საერთაშორისო მატჩი, რომელიც მარტსა და აპრილში იყო დაგეგმილი, გადაიდოს იმ დრომდე, როდესაც მათი გამართვა შესაძლებელი იქნება უსაფრთხო გარემოში, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.