“ყველა ვისაც ამერიკამ სანქციები დაუწესა წესიერი ადამიანია. 180-ვე ადამიანი, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა, ყველა რუსეთის პატრიოტია. შემიძლია გითხრათ, რომ ოთარ ფარცხალაძეც სწორედ ასეთი პატრიოტია. ერთხელ მახსოვს, ბატონი ოთარი დავპატიჟე ვახშამზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეძღვნებოდა და ვნახე თუ როგორ გულწრფელად უხაროდა მას ეს დიდი წარმატება. რაც შეეხება სანქციებს, ნებისმიერი სანქცია არის დაშინების მცდელობა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ყველა ვინც რუსეთთან კეთილმეგობრულ ურთიერთობაში იქნება სანქციების ქვეშ მოჰყვება. ფარცხალაძის ეფ-ეს-ბესთან კავშირზე არაფერი ვიცი და სიმართლე გითხრათ ტყუილი მგონია, როგორც ყველა ის მითი, რომელიც მსგავს სიტუაციებში ითხზვება”, – ამბობს დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი
ქუთაისში ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ერთობლივი ძეგლის დადგმას ითხოვენ
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ტექსტს კოსტანტინე გამსახურდია აქვეყნებს : ახალი ინიციატივა ქუთაისიდან, საზოგადოების წარმომადგენელთა პეტიცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ დავით ერემეიშვილს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ ირაკლი...