რაც შეეხება ფარმაცევტების და სასურსათო მაღაზიების პერსონალის სავალდებულო ტესტირების აუცილებლობას, მიზნობრივი ტესტირების გაფართოება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს ღონისძიება გატარდება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ყველა სიცხიანი და პნევმონიის მქონე პაციენტის ტესტირება ხორციელდება არა მხოლოდ ცხელების ცენტრებსა და კოვიდ-კლინიკებში, არამედ საქართველოს მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება ფარმაცევტების და სასურსათო მაღაზიების პერსონალის სავალდებულო ტესტირების აუცილებლობას, მიზნობრივი ტესტირების გაფართოება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს ღონისძიება გატარდება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურრდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.