“ფაიზერის” ვაქცინით აცრას უკვე 16 წლიდან ზემოთ ასაკის პირები შეძლებენ. ამის შესახებ ახალ პროტოკოლშია ნათქვამი.
“აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს”. – ნათქვამია პროტოკოლში.
ახალი ცვლილებების მიხედვით, იმ პირებს, რომლებმაც Covid-19 უკვე გადაიტანეს, გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა.