დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. როგორც გამყრელიძე აცხადებს, 9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი – 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი გეგმავს აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.
„გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას. „ფაიზერი“ საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცამებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში „ასტრაზენეკაზე“ და 9000 ადამიანი არის რიგში „ფაიზერზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.