ტარიელ ჭანტურიას ლექსი დღეს სოციალურ ქსელში ფილოლოგმა მარინე ჭანტურიამ გაასაჯაროვა. რამდენად არის აქტუალური მკითხველმა განსაჯოს.
პარადოქსი
“უცნაურია: საქართველომ დედა უტირა საქართველოს!
ჭირს დაჯერება: საქართველომ გააცამტვერა
საქართველო!
არ ვიცი, რატომ: საქართველოს არ შეებრალა
საქართველო!
მტერი, რის მტერი – საქართველომ მარტოკამ სძლია
საქართველოს!
მხოლოდ ის ერთი – საქართველო – ვერ დაიტირებს
საქართველოს!
და, რომც შეეძლოს – საქართველო არ დაიტირებს
საქართველოს!
რომც აღსდგეს – ისევ საქართველო უტირებს დედას
საქართველოს…”
ტარიელ ჭანტურია