LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 21, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უცებ ილიას ყვირილი გაისმა, – მიშველეთო! ტრაგედია კარგა ხანია მწიფდებოდა – რა მოხდა ჩოხატაურში

მეგა TV by მეგა TV
დაპოსტა 2020/05/23-ში
საზოგადოება ა
გაზიარება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზედიზედ მომხდარი მკვლელობების მორიგი მსხვერპლი სოფელ შუაამაღლების მკვიდრი ილია ჯიბლაძეა, რომელიც 49 წლის მამამ, მამუკა ჯიბლაძემ გამოასალმა სიცოცხლეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ტრაგედია, ჯიბლაძეების ოჯახში ათეული წლების განმავლობაში გამეფებული ძალადობის შედეგია. მომხდარზე ჯიბლაძეების მეზობელი “კვირის პალიტრას” ესაუბრა.

– ჯიბლაძეების ოჯახში ეს ტრაგედია კარგა ხანია მწიფდებოდა… სამწუხაროა, რომ მისი თავიდან აცილება ვერ შევძელით. სოფელში ბევრმა იცოდა, რომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ოჯახი გამუდმებული ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. ყველასაგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა, რასაც ოჯახის 7 წევრიდან, ფაქტობრივად, ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას. ალბათ, ასე  კონფლიქტს იცილებდნენ თავიდან. როგორც ჩანს, როდესაც უფროსმა შვილმა მოინდომა შეწინააღმდეგებოდა, სიცოცხლესაც გამოასალმა.
წარმოგიდგენიათ, უკვე დაოჯახებულ შვილსაც უსიტყვო მორჩილებას სთხოვდა, შვილს, რომელსაც ისედაც პრობლემები ჰქონდა – ილიას 4 წლის პატარას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
ილიას და მის ძმებს დედის მიმართ მამის ავადმყოფური ეჭვიანობაც აწუხებდათ. არადა, მას ამ ეჭვიანობისთვის არანაირი საბაბი არ ჰქონდა.

 

ილიას დედა არასრულწლოვანი გათხოვდა, ქალი ამჟამად 44 წლის არის, ილიას მომდევნო ძმა 28 წლის გახდა. სულ პატარა ძმა კი – 7 წლისაა. როდესაც შვილები წამოიზარდნენ, დედამ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა მზარეულად, მაგრამ ქმარმა სამსახურს თავი, ეჭვიანობის გამო, დაანებებინა.

 

ილიას დედა ბევრს ითმენდა, მაგრამ იბრძოდა კიდეც, როგორც შეეძლო. ქმარს რამდენჯერმე გასცილდა, მაგრამ ისევ შეურიგდა. რომ სცოდნოდა მსგავსი მოთმინება რასაც მოუტანდა, ალბათ ასე არ იზამდა.
 
–  ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა?
– ილია მშრომელი ბიჭი იყო, თავს არ ზოგავდა თუ სეზონური სამუშაო რაიმე გამოჩნდებოდა. როგორც ამბობენ, იმ დღესაც შინ დღიური სამუშაოდან დაღლილი დაბრუნდა, მოგვიანებით მეზობლებმა ლუდზე დაპატიჟეს… არ ვიცი, მამუკას რაში დასჭირდა მაინც და მაინც მაშინ ბიჭის შინ ყოფნა, მისულა მეზობელთან და მისთვის შინ გაყოლია მოუთხოვია, შვილი არ წაყვა თურმე და იქვე უშვერი სიტყვებით გალანძღა. ილია როდესაც შინ დაბრუნდა, როგორც ჩანს, მამას ეკამათა. რა მოხდა, დანამდვილებით არავინ იცის, რადგან არ შესწრებია არავინ ამ კამათს –  მამა – შვილი სახლის გარეთ ნაგებობაში, გურიაში “კუხნას” რომ ვეძახით, მარტონი იყვნენ.
უცებ ილიას ყვირილი გაისმა, – მიშველეთო! ილიას დედაც და ცოლიც ამ ხმაზე გაცვივდნენ სახლიდან და წარმოუდგენელი უბდურების მოწმენი გახდნენ, ილია ნაგებობიდან გამოსულიყო და იქვე ბალახზე ეგდო დაჭრილი, მამამისი კი არსად ჩანდა… ამასობაში ჯიბლაძეებთან მთელი სოფელი მიცვივდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, – ილიას ღვიძლი და ნაწლავები ჰქონია დაზიანებული, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მამა კი გაიქცა, მერე, როგორც ირკვევა, სოფელშივე, მაღალ გვიმრებში იმალებოდა. დილით იპოვა პოლიციამ, რომ დაუკავებიათ, უკითხავს, – მოვკალიო? ალბათ ახლა ნანობს კიდეც, მაგრამ ამით შვილს ვერ გააცოცხლებს…

 

kvirispalitra.ge

გაზიარება3987
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა – ჯო ბაიდენი ოფიციალირად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

იანვარი 20, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist