LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“უფლებას ვიტოვებთ, სარჩელით მივმართოთ სასამართლოს”-DMO იმერეთი გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება

დაპოსტა 2021/01/16-ში
77
ნახვა
გაზიარება

“DMO იმერეთი-ს ოფიციალური განცხადება საინფორმაციო სააგენტო kutaisitoday-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ

სააგენტოს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს უსაფუძვლო ცილისწამებას, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. დარღვეულია ჟურნალისტური სტანდარტი – ინფორმაციაში მოცემულია გადაუმოწმებელი ფაქტები მტკიცებულების გარეშე.
           ასევე, ავტორი არ დაინტერესდა განცხადებაში მოყვანილი არც ერთი პირის კომენტარით – ეპასუხათ დასახელებულ ბრალდებებზე. ტერმინ „ფარულ გამოძიებას“, რომელიც ნახსენებია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.
DMO იმერეთი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მისი საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება სრული წვდომა ჰქონდეს საჯარო ინფორმაციაზე. ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა კონსტრუქციულ ორგანიზაციასთან, მათ შორის მედია-საშუალებებთან, რომელთა როლი განსაკუთრებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების და კონტროლის მიმართულებით.
       ინფორმაციაში დამახინჯებულია ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდება, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“, აღნიშნული სახელწოდებით ორგანიზაცია უკვე 2 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს და იგი რეორგანიზებულია როგორც ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“, რომელიც დაფუძნებულია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის და იმერეთის გუბერნიის მიერ. ორგანიზაციას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო და როგორც მისი მთლიანი საქმიანობა, ასევე ფინანსური რესურსები არის სრულიად გამჭვირვალე. როგორც ჩანს, ავტორი არც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ამოწმებს ან არაკომპეტენტური ინფორმატორები ჰყავს.
       ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ტატო ლილუაშვილის პიროვნულ და საქმიან მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება ინფორმაციაში დამატებითი მცდარი ფაქტების დაფიქსირება, რომ ტატო ლილუაშვილი თავისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება და ამავე დროს სახელმწიფო სახსრების მასიურ ფლანგავას ეწევა, სააგენტოს მიერ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული ბრალდებების სინამდვილეს. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააქვეითეს – აღნიშნული არის სიცრუე.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულ ფაქტს, DMO იმერეთის გუნდის საკარანტინე სივრცეების მმართველობაში ჩართულობის შესახებ, გაურკვეველია თუ რატომ უნდა მიეწოდოს საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი ინფორმაცია DMO იმერეთის პროცესში ჩართულობის შესახებ გაურკვეველი პირებისაგან, როდესაც სწორედ საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს DMO იმერეთის ჩართულობას და ფუნქციებს აღნიშნულ პროცესში. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი ინფორმატორების საჭიროება არ უდგას, რადგან ეფექტურად ართმევს თავს ამ და სხვა პროცესებს სახელმწიფოს მართვის ცენტრალური და რეგიონალური მექანიზმების მეშვეობით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობა რეგიონში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა.
თუკი სააგენტო მომავალში კვლავ შეეცდება ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ საქმიანი რეპუტაციის შელახვას და მის დისკრედიტაციას, უფლებას ვიტოვებთ, სარჩელით მივმართოთ სასამართლოს.
აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის აღნიშნულ განცხადებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოების დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიას ნამდვილი, გადამოწმებული, ღია და გამჭვირვალე ინფორმაციით უპასუხოს.”-ვკითხულობთ DMO იმერეთის მიერ გავრცელებულ განაცახდებაში.
სააგნეტო kutaisituday-იმ ინფორმაცია გაავრცელა,  სადაც ნათქვამი იყო რომ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის და მისი ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  ამის მიზეზად სააგენტომ სახელმწიფო სახსრების  ფლანგვას  და კოვიდ სასტუმრების მართვის პროცესში კორუფციას ასახელებს.  kutaisituday-ისვე ინფორმაციით  გამოძიება ასვე დაწყებულა  სხვა პირების მიმართ ” გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს, რომლის ინტერესის სფეროშია ტატო ლილუაშვილი,მარი დევიძე, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაძე, ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე .
გამოძიება კოვიდ სასტუროების თემას სწავლობს, რომელშიაც ლილუაშვილი და მისი გუნდი საკარანტინო სივრცეების მმართველობაშია ჩართული, ხოლო ქუთაისის ინფექციური კლინიკა ,,ლჯ და კომპანია” , რომელიც კოვიდ ბრძოლაშია ჩრთული პარტნიორი თავად დეპუტატი ზაზა ლომინაძეა. აქვე არის დასაქმებული ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი თემურ ნადირაძე, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი რამდენიმე თვეა გახდა, მის მიმართ გამოძიებას წინა წლებში საკრებულოს წევრობის დროინდელ ერთ- ერთ ქეისზე მიმდინარეობს, რომელზედაც გამოძიება დასასრულს უახლოვდება..”- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
თეგები: DMO იმერეთიkutaisitodayტატო ლილუაშვილიქუთაისის ტურიზმის ცენტრი
გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ამერიკელი არქიტექტორები იმყოფებოდნენ

იანვარი 13, 2026
215
მთავარი

  ,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია  Gensler,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ

იანვარი 13, 2026
13k
მთავარი

13 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება და სტუმრებს ყოველთვის ეპატიჟებიან. ამ დღეს დიდ ყურედღებას აქცევენ მეკვლეობას. ვინ შევა პირველი სახლის ზღუბრლზე. როგორ დალოცავს ოჯახს და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენვე წარმოვთქვათ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

იანვარი 13, 2026
229
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

სურსათზე მსოფლიო ფასები 4.3%-ით გაიზარდა – FAO

იანვარი 13, 2026
47
მთავარი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში წერია. კერძოდ, FAO-ს სასურსათო...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის – მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით – ადვოკატი

იანვარი 13, 2026
96
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური. როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იანვარი 13, 2026
174
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილი. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა...

დაწვრილებითDetails

9 თვის მონაცემებით საქართველოში ავარიების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 13, 2026
52
მთავარი

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა კვლავ საგანგაშო სურათს აჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, ქვეყანაში 4 480 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად 345...

დაწვრილებითDetails

დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი

იანვარი 13, 2026
258
მთავარი

ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა - მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.  აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
137
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა

იანვარი 13, 2026
101
მთავარი

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».