დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, უსიმპტომო COVID-ის დროს აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას.
“უსიმპტომო COVID-ის დროს აცრა, არ წარმოადგენს უკუჩვენებას. ეს ვერ დაამძიმებს კორონავირუსის მიმდინარეობას პაციენტებში.
კორონავირუსის ცოცხალ ეგზემპლარებს, არც ერთი ვაქცინა არ შეიცავს. მათ არ შეუძლიათ გამოიწვიონ COVID-ის კლინიკური ნიშნები ან COVID-ით დაავადება,”- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.