LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან -ვაშაძე

დაპოსტა 2024/05/21-ში
5
ნახვა
გაზიარება

„უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან -უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მილიარდობით ინვესტიციას ნიშნავს საქართველოში, უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩაში პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია, ღიად ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს. რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასავლეთეების, ანტიქართველების ადგილი.

ჩვენ არაერთხელ, მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე, ახლა ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესეს, რა პასუხს გასცემენ ამას “ქართული ოცნების“ დეპუტატები? ისევ „რუსული კანონის“ მიღებას აპირებენ? ისევ აპირებენ, რომ საქართველო დასავლური განვითარების გზას ააცილონ და ეს პერსპექტივა ჩაუხშონ და მოუკლან?

საჭიროა საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური კოალიციური მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლა.

ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი ამერიკული კომპანიების საქართველოში გახსნას გულისხმობს, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი ნახტომისებრი განვითარება იქნება საქართველოსთვის. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ და გზა ძლიერი, ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას გვინდა.

ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორებს აღარ ელაპარაკება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები „ქართულ ოცნებაში“ პარტნიორს ვერ ხედავენ. ორი არჩევანია, ან კომპანიები – apple, google, amazon და ა.შ. შემოდიან საქართველოში და ამერიკაში ხალხი უვიზოდ წავა, ან რუსეთის პროვინცია ხდები.

“ქართული ოცნების” დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას, თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში?” – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა

დეკემბერი 12, 2025
955
მთავარი

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე

დეკემბერი 12, 2025
84
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

დეკემბერი 12, 2025
84
მთავარი

ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში

დეკემბერი 12, 2025
582
მთავარი

ავარია სოფელ მუხაესტატეში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

დაწვრილებითDetails

გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და განვაახლეთ გამოძიება – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 12, 2025
25
მთავარი

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის

დეკემბერი 12, 2025
57
მთავარი

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის-NAT250019855 მერიამ უკვე ჩაიბარა დეკორაციები და განათებები, მიწოდება შპს "დანდი"-მ უზრუნველყო ასევე წყალტუბოს მერიამ  3250  ლარი გამოყო ფეიერვერკის შესყიდვის მიზნით. 

დაწვრილებითDetails

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს

დეკემბერი 12, 2025
31
მთავარი

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს ტენდერი უკვე გამოცხადებულია(NAT250020911). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24`575 ლარია სასაჩუქრე ნობათი უნდა  მოიცავდეს  შემდეგი სახის პროდუქტს: 1) ქათამი გაყინული 2) ზეთი 3)...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’ იხსნება

დეკემბერი 12, 2025
15
მთავარი

13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იხსნება ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ის ევროპის კულტურული კონვენციის,...

დაწვრილებითDetails

კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ 300 მეტრიან ახალ მონაკვეთს აშენებს

დეკემბერი 12, 2025
39
მთავარი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიასტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს. მილსადენის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

დეკემბერი 12, 2025
376
მთავარი

დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».