LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უნდა მოეშვას ყველა ,,დიაგნოზებზე,, საუბარს-იაგო ფრანგიშვილი

დაპოსტა 2022/05/08-ში
63
ნახვა
გაზიარება
ექქიმი იაგო ფრანგიშვილი წერს:
,,უმორჩილესად ვთხოვ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსაც და მის ვიზიტორ ექიმებსაც, რომელთაც მართლა აწუხებთ მისი ბედი და მისი სიცოცხლე, როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ხელიდან არ იქნას გაშვებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის უმნიშვნელოვანესი შანსი.

ეს შანსი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ევროგაერთიანების ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო და ევროგაერთიანების ოფიციალური ინსტიტუციები, რომელთაც აქვთ პატიმრის სიცოცხლის დაცვაზე მეთვალყურეობა, როგორმე უნდა დარწმუნდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, მისთვის რაიმე დიაგნოზის დასმა, იმ პირობებში და გარემოებაში, რაშიც პატიმარი იმყოფება, უკვე თვეების მანძილზე ვერ ხერხდება და ვერ მოხერხდება.

აი ეს უნდა იყოს უმთავრესი საქმიანობა ყველა იმ ადამიანისა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვა სურს.

საუბარი მეშვიდე თუ მერვე დიაგნოზზე და არასწორ მკურნალობაზე აპელირება არის მიხეილ სააკაშვილის განწირვა.

ყველა ინსტიტუცია, რომელსაც მიმართავთ, მიიღებს თქვენ დასკვნასთან ერთად თქვენს საწინააღმდეგო დასკვნასაც სხვადასხვა და თქვენ წარმოიდგინეთ და ,,არასამთავრობო,, ორგანიზაციიდან, რომ ,,მკურნალობა სწორია,, ამის პრობლემა პრორუსულ სისტემას არა აქვს. საკმაოდ ბევრია ,,საკუთარი არასამთავროებიც,, და დარწმუნებული ვარ რომ გარკვეული ელჩების დონეზეც კი მოახერხებენ ამის გაკეთებას.

აპელირება იმაზე, რომ პატიმარს აქვს ,,პოსტტრავმატული გადატვირთვის,, თუ ,,დაზიანების,, სინდრომი, აი ესეც სრულიად გამოუსადეგარი არგუმენტია.
უბრალოდ ნახეთ პატიმრის კოდექსის მუხლი 57​1. ,,სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი,, აქაა ჩამონათვალი, თუ რისი გამოყენებაა დაშვებული ქართული და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ.

ნახეთ ეს ,,გამოყენებულ სპეციალური საშუალებები,,  წაკითხვის დროსაც კი შეიძლება ტრამვატულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

მე ამ ყველაფრით იმისი თქმა მსურს, რომ უნდა მოეშვას ყველა ,,დიაგნოზებზე,, საუბარს.

ეს სამედიცინო თვალსაზრისითაც არასერიოზულია და დილეტანტურია.
რომელ ,,დიაგნოზზეა,, საუბარი, განსაკუთრებით ნევროლოგიურზე თუ ზოგადად სომატიურზე, როცა არც აპარატიული დიაგნოსტიკა ჩატარებულა სათანადო მოცულობისა და ხარისხის,
არც ის დადგენილა, რაც ჩატარდა, რა ხარისხით ჩატარდა და მართლა ამ პატიმრისაა ეს ,,კვლევები,, თუ არა.

რაც შეეხება ,,ფსიქიატრიული,, კატეგორიებით ,,ჟონგლირებას,, აქ საქმე უფრო სერიოზულია, რადგან, ფსიქიატრიული ტესტირება ხდება წყნარ გარემოში, გამოცდილი ფსიქიატრის მიერ და რაიმე მეთოდიკით.

ეს საშუალება საჭირო მოცულობით და საჭირო გარემოში ციხეში უბრალოდ ვერაფრით ვერ მოხერხდება.
ამისათვის ,,ჩვეულებრივი,, პატიმრებიც კი უპრობლემოდ გადაჰყავთ სპეციალურ კლინიკაში დიაგნოსტიცირების გამო მაინც.

აი ეს არის უმთავრესი ახლა, რომ
ყველა დაინტერესებულმა და სუბიექტურმა მხარემ, რომელსაც სურს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა მთელი თავისი სუბიექტით, უნდა მოახერხოს და აი ეს შემდეგი გზა უნდა მისცეს არგუმენტაციას:

,,პატიმრის დიაგნოზის დადგენა არსებულ პირობებში და გარემოებაში აქამდე ვერ მოხერხდა და ვერ მოხერხდება ამ პირობისა და გარემოების შეცვლის გარეშე,,.

რაც უნდა ,,დამატებითი რეგულაციები,, მოიძიოთ, რომელიც 2013 წელს ,,კანონიერი ქურდების ,, ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად იქნა სპეციალურად მიღებული, არაფერი გამოვა ამ საქმიდან,
რადგან ბიძინას ,,სამართალია,,
პუტინის და რუსი ოკუპანტის ,,სამართალია ,, პუტინის ციხეა ის ციხე, სადაც ზის მიხეილ სააკაშვილი და არავის აქვს უფლება, არც მინისტრს და არც პრეზიდენტს, ის სიტუაცია შეცვალოს.
ეს გამორიცხულია.

ამიტომაცაა აუცილებელი ელჩებთან და ევროგაერთიანების საჭირო ინსტიტუციებთან თხოვნა და საკითხის დაყენება არა ,,არასწორად მკურნალობაზე,, არამედ ბაზისური, ელემენტარული გამოკვლევისა და დიაგნოზის დასმის აუცილებლობაზე.

ევროგაერთიანების ვერავითარი ინსტიტუცია ვერ მიუთითებს და უბრძანებს საქართველოს ფაქტობრივ და იურიდიულ ხელისუფალს, რომ პატიმარი ან გაათავისუფლოს, ან სხვა წამალი დაინიშნოს, ან კვების რეჟიმი შეუცვალოს.

ოღონდაც
საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, თუ ზოგადად ევროგაერთიანებას სავსებით უპრობლემოდ შეუძლიათ თხოვონ ხელისუფლებას, ოფიციალურად და წერილობით თხოვონ, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი და მრავალპროფილური დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.

აი ესაა უმთავრესი არგუმენტი.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია რომ,
პატიმარს ჩაუტარდეს სამედიცინო კვლევები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.
ამ ვალდებულებას ვერსად გაექცევა გინდაც პუტინისტანის ხელისუფალი.

უცხოელ არასამთავრობოთა თუ ხელისუფალთა თხოვნა კი ,,დამოუკიდებელ და სრულფასოვან კვლევაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით,,
არაფერ დიპლომატიურ თუ იურიდიულ თუ ,,სახელმწიფო საქმიანობაში ჩარევის,, პრობლემას არ შეიცავს.

პრობლემა არის აქ მხოლოდ ის, რომ
ვერცერთი საელჩო თუ არასამთავრობო თუ ევროგაერთიანების არცერთი ინსტიტუცია არ მიმართავს საქართველოს ხელისუფალს ამ თხოვნით საკუთარი ინიციატივიდან გამომდინარე.
მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე ,,ნაღდად დადგენილ შვიდ თუ ცხრა დიაგნოზზე,, საუბრობ.

ეს თხოვნა დიაგნოზის დასმაზე,
ამ სახისა და შინაარსის თხოვნა უნდა გადეცეს და რამდენჯერმე უნდა გადაეცეს იმ ზემოხსენებულ ინსტიტუციებს ადვოკატებისაგან და იმ ექიმ ექსპერტებისაგან, რომლებმაც სააკაშვილი მოინახულეს.

ამის გარეშე საქმე არ დაიძვრება.

ეს სამკვდრო სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილისათვისაც და ზოგადად თითოეული ჩვენგანის, საქართველოს თითოეული მოქალაქის სინდისისათვისაც.

მე არ მაქვს ასეთი მიმართვის უფლება ლეგიტიმაცია.
ამ საქმეს ვერც ,,ხელწერები,, და ,,სამოქალაქო პეტიციების,, ტალღები ვერ დაეხმარებიან აბსოლუტურად ვერაფერში.

ეს საქმე უნდა გააკეთოს ადვოკატების ჯგუფმა და იმ ექიმთა ჯგუფებმა, რომლებიც იყვნენ პატიმართან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით.

უმორჩილესად გთხოვთ ამ ყველაფრის გათვალისწინებას და გათავისებას.”-წერს იაგო ფრანგიშვილი.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 16, 2026
9
ამინდი

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 16, 2026
263
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და ინიციატივის გამოჩენა მოგინდებათ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები არა ემოციებზე, არამედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
188
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
452
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
8
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
383
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
52
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
73
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
178
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
68
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».