ბადრი შარვაძე დახმარებას ითხოვს. 2017 წელს სახლი სტიქიის შედეგად ფაქტიურად დაენგრა. საყრდენი კედელი, რომელიც ორ, მისსა და მეზობლის ეზოებს ყოფდა ძლიერი წვიმისა და მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოინგრა. ჩამონგრეული კედელი კი ბადრი შარვაძის საცხოვრებელს ზემოდან დაეცა შედეგად ორსართულიანი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.
კედელი აღადგინეს, შარვაძეს კი მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია შეპიდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. შარვაძე მერიიდან სოციალური დახმარების სააგენტოშიც გადაამისამართეს, თუმცა იქედან პირიქით და ასე.
„ბევრს არ ვითხოვ სახლისთვის გადასახური მასალა მაინც გამომიყონ და აღდგინონ ქვემოთ ჩანგრეული კედელი, ისევ რამე უბედურება რპ, არ მოხდეს“ – აცხადებს შარვაძე.