ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს და საველე ჰოსპიტლები უნდა გაკეთდეს.
“როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი.
უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სი.
გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული”, – ამბობს ენდელაძე “რუსთავი 2-ის” ეთერში