რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს ,რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე საზღვაო უპილოტო აპარატებით სცადეს თავდასხმა.
როგორც უწყება ამბობს ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო კატერი. თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
აღნიშნულ განცხადებას უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.