უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან გაათავისუფლა.
ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი 93-ე ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსულმა არმიამ რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა და გაიქცა.
მათ ტროსტიანეცში დატოვეს იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც 93-ე ბრიგადა იყენებს უკრაინის ქალაქების ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.