საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილი რუსოფილი მღვდელმთავარი სპირიდონ გოჩა აბულაძე მორიგ ანტი-უკრაინულ ქადაგებას ავრცელებს სადაც კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას (რუსეთისგან საეკლესიო დამოუკიდებლობას)
,,ამას წყვეტს მსოფლიო კრება და არა ერთი პიროვნება, ვინა ხარ შენ რომ გამოდიხარ და ასეთ საკითხებს წყვეტ [გულისხმობს მსოფლიო პატრიარქს] მერედა ეს ფილარეტი არის ერისკაცი, განკვეთილი გაუბედურებული და ამ ერისკაცმა აკურთხა კიდევ ერთი ერისკაცი ვიღაცა ეპიფანე რომელმაც კიდევ ვიღაცეები აკურთხა და ახლა ზოგი გამოდის და ამ სექტების და ოხრობების აღიარებას ითხოვენ! ჩვენ თუ ეს ჩავიდინეთ ეს იქნება უპირველესად დიდი ცოდვა, ღმერთი სასჯელს დაგვატეხავს და მეორეც საფრთხე იქნება რუსეთის ეკლესიისგან, იმიტო რო შენ ამით ვის მიაყენე შეურაცყოფა? რუსეთის ეკლესიას, რომლის მადლომისილებას გამოდის რომ შენ არ ცნობ და ვიღაც ერისკაც ფილარეტებს და ვიღაცეებს ცნობ!“