უკრაინაში სპეცოპერაციის დროს ნარკობიზნესის სამი ორგანიზატორი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის, რუმინეთისა და ალბანეთის მოქალაქეებს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ.
ძალოვნებმა ბანანებით სავსე კონტეინერში კოკაინის 50 ბრიკეტი იპოვეს. შავ ბაზარზე ამღებული 60 კილოგრამის ფასი 10 მილიონ დოლალს აღწევს.
ინტერპოლის მონაცემებით, დაკავებულები მსოფლიოში უმსხვილესი დანაშაულებრივი ორგანიზაციის, “ნდრანგეტას” საქმიანობასთან არიან კავშირში.
ნარკოტიკი ეკვადორიდან უკრაინის გავლით ევროკავშირში უნდა გადაეზიდათ.