უკრაინის ქალაქების მასიურმა დაბომბვის გამო, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადი ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინა 4,4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა.
მათივე ცნობით, ლტოლვილების 90% ქალები და ბავშვები არიან. 7,1 მილიონი ადამიანი დევნილი გახდა – ისინი იძულებულები გახდნენ საკუთარი სახლიდან წასულიყვნენ და ქვეყნის სხვა ნაწილში გადასულიყვნენ. ამასთან, ყოველ მეორე ოჯახს ბავშვები ჰყავს.