უკრაინაში გმირულად დაეცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
“ზაქრო “ქართული ლეგიონის” წევრი იყო. ის სამი თვის წინ, ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და ისევ ბრძოლებში ჩაერთო;
ზაქრო ჯერ სნაიპერი, შემდეგ ჯგუფის მეთაური გახდა – ის ბრძოლებში გამოცდილი მებრძოლი იყო; ზაქრო შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება; ის პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ზაქრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თანაგრძნობას ვუცხადებ ზაქროს ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.