უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ შეიარაღების წარმოება.
გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება შეუძლებელია მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის ჩადების გარეშე.
კულებას თქმით, არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან მოლაპარაკებისთვის, რომელთაც პოლიტიკური მიზეზებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურთ.
„ამის ნაცვლად, საჭიროა წარმოების ჩაშვება, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების კაპრიზებზე, რომელთაც საცავებში რაღაც აქვთ, მაგრამ არ სურთ განაწილება“, – განაცხადა კულებამ.
კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები.