მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს მართავენ, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ქუთაისში პარლამენტი არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები – ლევან ხაბეიშვილი
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა. ხაბეიშვილმა ისაუბრა იმ სოციალურ-ეკონომიკურ...