“ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის მსვლელობისას უილ სმიტის ძალადობრივ აქტზე საუბარი არ წყდება, ამჯერად ლეგენდარულმა მსახიობმა, ჯიმ ქერიმ გააკეთა კომენტარი მომხდარის შესახებ, განცხადება საკმაოდ მწვავე იყო. “ჩემთვის გულის ამრევი იყო ის ოვაცია, რომელიც უილ სმიტმა ოსკარის მიღების დროს დამსწრე საზოგადოებისგან მიიღო. მე უილ სმიტს კრის როკის ადგილზე ვუჩივლებდი და 200 მილიონს მოვთხოვდი, რადგან ეს ვიდეო სამუდამოდ იქნება ინტერნეტში. ეს შეურაცხყოფა დიდი ხნით დარჩება ადამიანთა გონებაში. შენ არ გაქვს უფლება სცენაზე ახვიდე და ვინმეს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მან იხუმრა. მას საუკეთესოს ვუსურვებ, მართლა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას ბევრი შესანიშნავი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ მომენტმა ყველა სხვა ადამიანის განწყობას ლაფი გადაასხა. ეს ეგოისტური ქმედება იყო“, – ამბობს ქერი
ორსული გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა
ორსული გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, გოგონა ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფებოდა. სამწუხაროდ ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს. დედა კი დღეს დაიღუპა. ახალგაზრდა ქალს 9 თვის შვილი...