LIVE TV
შაბათი, თებერვალი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უეფას ვებგვერდი საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე წერს

დაპოსტა 2024/12/12-ში
59
ნახვა
გაზიარება

უეფას ვებგვერდი საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე და ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებასთან მის კავშირზე წერს. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პლეიოფში ჩავიდა და ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები პირველად თამაშობდა, თუმცა ვილი სანიოლის გუნდმა აჩვენა დაცვაში დისციპლინური თამაში, შეტევაში კი მრავალფეროვნება, და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონებთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4). ვილი სანიოლი:

„ისტორია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დავწერეთ, ყველაზე ძლიერი ეფექტი ჰქონდა, რომელიც შეიძლება წარმოგვედგინა. ფეხბურთელებმა თავიანთი კარგი თამაშით ქართველ ხალხს ახალი იმედი და ოპტიმიზმი გაუჩინეს. ვიცოდით, რომ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოვიგებდოთ, ამიტომ ჩვენი მიზანი ევროპის საფეხბურთო რუკაზე საქართველოც წარმოჩენილიყო, ხოლო ჩვენს გულშემატკივრებს ნაკრების თამაშით ეამაყათ. არ მინდოდა, ფეხბურთელები რთული ტაქტიკური დავალებებით გადამეტვირთა, ამიტომ უბრალოდ ვუთხარი, დაცვაში ზრდასრულებივით, ხოლო შეტევაში ბავშვებივით ეთამაშათ. დაცვაში ორგანიზებულად და სოლიდურად უნდა ითამაშო, სტრუქტურა უნდა შეინარჩუნო, ხოლო რაც შეეხება შეტევას, ბავშვებს შეტევაში გაქცევისას ხშირად პასების გაკეთება არ უყვართ, ისინი პირდაპირ კარისკენ მირბიან – ჩვენც ამაზე გავაკეთეთ აქცენტი“.

როგორც უეფას ვებგვერდი წერს, ამ მიდგომამ გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდა, გულშემატკივრებს მათი თამაში კიდევ დიდხანს ემახსოვრება.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ამბიციურ გეგმებზე მუშაობდა და ყურადღებას რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებდა. ესენია: ქალი და კაცი ფეხბურთელების რაოდენობის ზრდა, ელიტურ ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიციები, სამწვრთნელო განათლების ამაღლება და დიდი ტურნირების მასპინძლობა. ამ უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ ასპექტებში დროის, ძალისხმევისა და რესურსების ჩადებას ახლა წარმატება მოაქვს.

სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი: „როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ჩემი გუნდის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ბავშვთა ფეხბურთის აღორძინება და გაძლიერება იყო, იმიტომ რომ საფეხბურთო პირამიდის საძირკველში სწორედ ბავშვთა ფეხბურთია. უეფას დახმარებით ამ მიმართულებით და სამწვრთნელო განათლების ამაღლების მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში არაერთი პროექტი განვახორციელეთ და სწორედ ეს გახდა ქართული ფეხბურთის პროგრესის საწინდარი“.

ფეხბურთელების რიცხვის ზრდისთვის მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის პოპულარობის ზრდა. 2015-2021 წლებში საქართველოში რეგისტრირებული მამრობითი სქესის ფეხბურთელების რიცხვი 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა, ხოლო მდედრობითი სქესის ფეხბურთელების რიცხვი -10-ზე მეტჯერ. ამაში დიდი დამსახურება UEFA Grow-ის პროგრამას მიუძღვის. როგორც კობიაშვილი ამბობს, აკადემიების მთავარი დანიშნულება პროფესიული ფეხბურთის გაძლიერებაა.

„აკადემიებში ნათამაშებმა ფეხბურთელებმა ასაკობრივ ნაკრებებში თამაში უნდა შეძლონ. ესაა აკადემიების მთავარი პრინციპი – ჩვენ პატარა ასაკიდან ვწვრთნით ფეხბურთელებს, რათა ისინი ეროვნული ნაკრებისთვის მოვამზადოთ“.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები

თებერვალი 13, 2026
112
მთავარი

„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...

დაწვრილებითDetails

“ერთმა პატარა სკვერმა არ უნდა იარსებოს ამ უბანში” – ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

თებერვალი 13, 2026
156
მთავარი

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე „დრაივის ტიპის“ ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან განმარტავენ, სკვერის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
115
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

თებერვალი 13, 2026
44
მთავარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ...

დაწვრილებითDetails

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 13, 2026
298
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
2.4k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
101
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
189
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
99
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

თებერვალი 13, 2026
92
მთავარი

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».