ჟურნალისტი სერგო ბუბა ჩივაძე საავადმყოიფოში გადაიყვანეს – ამის შესახბე “მეგა ტვ”-ს ადვოკატმა ლევან ჭელიძემ განუცხადა.
მისი თქმით ჟურნალისტი უგონო მდგომარეობაში და მას ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანენ.
“პოლიციის რომელიმე განკარგულების შესურლებლობას ადგილი არ ჰქონია, ვიდეო კადრებში კარგად ისმის რომ ჟურნალისტი ამბობს ხელი გამიშვილით, მოგყვებით. პოლიციამ მოახდინა მასზე ფიზიკური ზეწოლა. სავარაუდოდ 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს.სერგო ბუბა ჩივაძეს სამი ადვოკატიო ეყოლება, რიონ ჭერიშვილი, ციცინო ბაბუხადია და ლევან ჭელიძე. ჩვენ დაველოდებიტ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, გენერალურ ინსპექციას გადავცემტ აღნინულ საკითხს.” – აცხადებს ლევან ჭილაძე.
ქუთაისის მერიაში ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. მერიის დერეფანში სამართალდამცველებიმა ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა.
ჟურნალისტის დაკავებამდე მან მერიის შენობაში შიმშილობა დაიწყო და პროტესტი გახდა, რომელმაც მერთან შეხვედრა მოითხოვა, ამ მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო და მერის კაბინეტში შევიდა, თუმცა იქიდან მალევე გამოიყვანეს.










