ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლიანდაგზე დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ წინ მოხდა.
რკინიგზაზე, მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო ჯგუფი.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/622479311991968/