ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა.
ჩამონგრეული მასალა კორპუსის ქვემოთ მდგარ ქალს დაეცა. მან თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ ქალი მაღაზიის რიგში იდგა.
შუახნის ქალი სასწრაფი დახმარების ბრიგადან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.