ესპანეთში, ატომურ ელექტროსადგურზე ნახშირორჟანგის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ კატალონიელმა ექიმებმა Twitter-ზე განაცხადეს.
ადგილობრივი მეხანძრეების განცხადებით, სოფელ ასკოს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტი „რადიოლოგიურ აქტივობას არ უკავშირდება“.
მათივე ინფორმაციით, სახანძრო სისტემაში CO2-ის გაჟონვა მოხდა.
“ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ტერიტორიაზე უსაფრთხოება აღვადგინეთ“, – აცხადებენ მეხანძრეები.
თავის მხრივ, კატალონიელმა ექიმებმა განმარტეს, რომ ერთი ადამიანი “გარდაიცვალა, დანარჩენი სამი საავადმყოფოში CO2-ის შესუნთქვის გამო გადაიყვანეს”.