ბანგლადეშსა და ინდოეთში მუსონურმა შტორმმა დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანია დაღუპული, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მოსახლეობის ევაკუაციაში სამხედროების ჩართვა გახდა საჭირო. სკოლები დროებით, თავშესაფრებადაა ქცეული.
დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.