აშშ-ში, ლამბერტ სენტ-ლუის საერთაშორისო აეროპორტში, უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, GoJet Airlines-ის თვითმფრინავი United Regional Jet-ი, რომელიც ვაშინგტონში, დალასის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, სენტ-ლუის ლამბერტის აეროპორტში დაფრენის შემდეგ ასაფრენ ბილიკს გაცდა და ბალახიან ტერიტორიაზე გადავიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პერსონალმა კი თვითმფრინავში მყოფი ადამიანები, ავტობუსების დახმარებით, ტერმინალში გადაიყვანეს.
როგორც განმარტავენ, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია, კერძოდ დაბალი ტემპერატურის გამო, ასაფრენი ბილიკის “მანევრირების ზონაში” ასფალტი მოყინული იყო.
წყარო: რუსთავი 2